ულტრამემარჯვენე სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა საქსონია-ანჰალტის პარლამენტში ხუთი მანდატი მოიპოვა, სარა ვაგენკნეხტი AfD-სთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

11:38, 07.09.2026

საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა (BSW) 5%-იანი ბარიერი გადალახა. პარტიამ ხმების 5.3% მიიღო და 83-მანდატიან პარლამენტში ხუთი ადგილი მოიპოვა.

პარტიის ლიდერი სარა ვაგენკნეხტი მოქმედი მთავრობის ჩანაცვლებას ითხოვს.

„არჩევნებში დამარცხებული CDU უნდა შეიცვალოს“, – წერს სარა ვაგენკნეხტი.

ვაგენკნეხტის თქმით, პარტიის პარლამენტში შესვლა მათი პროსამშვიდობო პოლიტიკის დამსახურებაა.

„ომის მზარდი საფრთხის დროს მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ერთადერთი თანმიმდევრულად მშვიდობის მომხრე პარტია საქსონია-ანჰალტის სახელმწიფო პარლამენტში შევა“, – განაცხადა BSW-ის ლიდერმა.

სარა ვაგენკნეხტი ულტრამემარჯვენე AfD-სთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც მედია წერს, იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ითანამშრომლებენ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) 39 მანდატს სარა ვაგენკნეხტის ალიანსის (BSW) ხუთი მანდატი დაემატება. 44 მანდატი კი საქსონია-ანჰალტის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისია.

შეგახსენებთ, წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%.

მსგავსი