ულტრამემარცხენე აქტივისტი შონ კინგი აცხადებს, რომ ქანდაკებები, რომლებზეც იესო ქრისტე თეთრკანიანად არის წარმოდგენილი, თეთრი რასის უპირატესობის გამოხატვის ფორმაა

20:05, 24.06.2020

ულტრამემარცხენე აქტივისტი შონ კინგი „ტვიტერზე“ წერს, რომ ის ქანდაკებები, სადაც იესო თეთრკანიანად არის წარმოჩენილი უნდა ჩამოხსნან.

„დიახ, ვფიქრობ, რომ იმ თეთრკანიანი ევროპელის ძეგლები, რომლებსაც იესოდ ასაღებენ, უნდა ჩამოვხსნათ. ეს თეთრკანიანთა რასის უპირატესობის გამომხატველი ფორმაა. ეს ყოველთვის ასე იყო. როდესაც ბიბლიაში იესოს ოჯახს დამალვა და ხალხში გარევა უნდოდათ, ისინი ეგვიპტეში წავიდნენ და არა დანიაში. ჩამოაგდეთ ეს ძეგლები“, – წერს კინგი.

კინგმა ასევე განაცხადა, რომ ყველა ტიპის ხელოვნების ნიმუში, სადაც იესო თეთრნკანიანად არის გამოსახული, შევიწროების მექანიზმი და რასისტული პროპაგანდაა.

მსგავსი