ულფ კრისტენსონი – შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის
ისტორიული დღეა, ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ალიანსის წევრების უსაფრთხოებისთვის.
„დღეს ისტორიული დღეა. ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – წერს ულფ კრისტენსონი.
Today is a historic day. The parliaments of all NATO member states have now voted in favour of Swedish accession to NATO. Sweden stands ready to shoulder its responsibility for Euro-Atlantic security.
— SwedishPM (@SwedishPM) February 26, 2024