უკვე ოფიციალურად - შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგის „ქასიმფაშა“ ჩაიბარა #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგის „ქასიმფაშა“ ჩაიბარა #1TVSPORT

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში, შოთა არველაძე“, – ასე მიესალმა თურქეთის სუპერლიგის „ქასიმფაშა“ ქართველ მწვრთნელს, რომელმაც დღეს გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.

„შოთა არველაძე, რომელიც 2012-2015 წლებში ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო, „ქასიმფაშას“ სათავეში დაბრუნდა.

წარსულში წარმატებული ერთობლივი გამოცდილების შემდეგ, გვიხარია, რომ ახალ სეზონში მასთან ერთად ვმუშაობთ.

ვულოცავთ შოთა არველაძეს სახლში დაბრუნებას და ვუსურვებთ წარმატებებს თავის მოვალეობებში“, – წერია თურქული კლუბის განცხადებაში.