უკვე ოფიციალურად - იკარდი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია
უკვე ოფიციალურად - იკარდი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია

„ინტერის“ უკვე ყოფილი თავდამსხმელი მაურო იკარდი „პერი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში ჯარის წესით თამაშობდა და ოფიციალურად „ინტერს“ ეკუთვნოდა.

„პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახური იუწყება, რომ 27 წლის მაურო იკარდი ფრანგულ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები დაზუსტებული არ არის, მაგრამ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იკარდი პარიზელებს 57 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.