„უკრენერგო“ - რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგია საგანგებოდ გაითიშა
„უკრენერგო“ - რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგია საგანგებოდ გაითიშა

რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგია საგანგებოდ გაითიშა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა, „უკრენერგომTelegram-ზე გაავრცელა.

ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ მომხმარებლებს მოუწოდა, ელექტროენერგია რაციონალურად გამოიყენონ, რადგან ეს სისტემაზე დატვირთვის შემცირებას უწყობს ხელს.

ბოლო დღეებია, მედია წერს, რომ რუსეთმა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები გაახშირა. რაკეტებითა და დრონებით დარტყმებმა გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქის, კიევის დიდ ნაწილში და ასევე რვა სხვა რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

მიმდინარე კვირაში, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ძალიან, ძალიან რთული ზამთრისთვის“ ემზადება.