უკრაინულმა ძალებმა ვორონეჟში „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა
უკრაინულმა ძალებმა ვორონეჟში „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. ბოლო პერიოდში „ვაილდებერისის“ საწყობებზე თავდასხმები გახშირდა. მანამდე უკრაინული დრონების სამიზნე იყო კომპანიის ლოგისტიკური ცენტრები კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში, მოსკოვსა და ტამბოვის ოლქებში.
ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა ასევე იერიში მიიტანეს ნავთოგადამამუშავებელ ქარხნებზე ულიანოვსკის ოლქში და ტუიმაზში.
რუსეთის ულიანოვსკის ოლქში, ნოვოსპასკოეს თემში, NS-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.