უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ კიევი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა
უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ კიევი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა

უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bee Airlines-მა კიევი-ბათუმის მიმართულებით დღეს პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.

ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში ხუთჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

10 ივნისიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიევის მიმართულებით Ukraine International Airlines განაახლებს. ფრენები კვირაში ორჯერ – ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით სამი უკრაინული ავიაკომპანია (Sky Up, Bee Airlines, UIA) ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს.