უკრაინული მხარის ინფორმაციით, დასახლებებიდან, რომლებსაც რუსული ჯარი თავს დაესხა, სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით 12 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება

12:20, 11.03.2022

11 მარტს, უკრაინის დასახლებებიდან, რომლებსაც რუსული ჯარები დაესხნენ თავს, სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით 12 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, – ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვხსნით ახალ ჰუმანიტარულ მარშრუტებს. „მწვანე დერეფნები“ იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით: მარიუპოლი-ზაპოროჟიე, პოლოგი-ზაპოროჟიე, ვოლნოვახა-პოკროვსკი, ენერგოდარი-ზაპოროჟიე, იზიუმი-ლოზოვაია, ბუჩა-კიევი, ჰოსტომელი-კიევი, კოზაროვიჩი-კიევი, მიკულიჩი-კიევი, ანდრეევკა-ჟიტომირი, მაკაროვი-ჟიტომირი, ბოროდიანკა-ჟიტომირი“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ამუშავებს ჰუმანიტარული დერეფნების ახალ მარშრუტებს ხერსონის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სხვა რეგიონებისკენ, რათა ხალხისთვის საჭირო საკვები, წყალი და მედიკამენტები მიიტანონ.

მსგავსი