უკრაინული მხარის ცნობით, სუმის ოლქში რუსებმა მიკროავტობუსზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი
უკრაინული მხარის ცნობით, სუმის ოლქში რუსებმა მიკროავტობუსზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი

სუმის რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა მიზანში სუმი-ბილოპილიას გზატკეცილზე მოძრავი მიკროავტობუსი ამოიღო. მედიის ცნობით, შედეგად, დაიღუპა ერთი და  დაშავდა 13 ადამიანი.

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ გრიგოროვის განცხადებით, გზატკეცილზე მიმავალ მიკროავტობუსზე დარტყმა მიზანმიმართული იყო, რის შედეგადაც ის მთლიანად დაიწვა. მისივე თქმით, აღნიშნულ გზის მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული, რადგან ის მაღალი რისკის ზონაა და ამ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა მოძრაობდეს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი გზატკეცილის ამ მონაკვეთზე არ უნდა მოძრაობდეს – მისთვის სხვა მარშტრუტებია გამოყოფილი. ასეთი მოთხოვნების იგნორირება საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და მას, შესაძლოა, ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს. უსაფრთხოების საკითხებში უპასუხისმგებლობა მიუღებელია“, – განაცხადა ოლეგ გრიგოროვმა და აღნიშნა, რომ ინციდენტის ყველა გარემოებაზე გამოძიება დაწყებულია.