უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ გაშვებული 16 საჰაერო სამიზნედან 12 ჩამოაგდეს.

უკრაინული მხარის ცნობით, სულ რუსეთმა „შაჰიდის“ ტიპის ექვსი დრონი და 10 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, საიდანაც 12 სამიზნე უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის დარტყმის ძირითადი სამიზნე ოდესის ოლქის სამხრეთი ნაწილი იყო.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის რაკეტები სამოქალაქო აგრარული ობიექტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, დაზიანებულია ბერეზოვსკის რაიონში მარცვლეულს საცავი.