უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, დაშავდა, სულ მცირე, 11 ადამიანი
რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
მათივე ცნობით, იერიშის შედეგად ცეცხლი გაჩნდა რამდენიმე ლოკაციაზე. უკრაინის საგანგებო სამსახურმა Telegram-ზე დაწერა , რომ 76 მეხანძრე მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობაში, რომელთა შორის იყო მცირე ხანძარი კიევის ცენტრალურ, შევჩენკივსკის რაიონში.
საჰაერო განგაშის ხმა კიევში, მის შემოგარენსა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ღამით ერთი საათის განმავლობაში ისმოდა.