უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის მიერ ხარკოვზე „შაჰედის“ დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 27 ადამიანი
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის მიერ ხარკოვზე „შაჰედის“ დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 27 ადამიანი

რუსეთის მიერ ხარკოვზე „შაჰედის“ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ორი და დაშავდა 27 ადამიანი. დაშავებულებს შორის არის 5-დან 17 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი.

ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი და ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვი ავრცელებენ.

ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, დრონებით დარტყმა ხარკოვის ექვს ადგილზე განხორციელდა.

დაზიანებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება და საოფისე შენობა.