უკრაინული მხარის ცნობით, კუნძულ ზმეინისთან რუსულ ხომალდ „ვსევოლოდ ბობროვს“ ცეცხლი გაუჩნდა
უკრაინული მხარის ცნობით, კუნძულ ზმეინისთან რუსულ ხომსლდ „ვსევოლოდ ბობროვს“ ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროს სერგეი ბრატჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრატჩუკმა ხომალდზე გაჩენილი ხანძარი უკრაინელი მეზღვაურების ქმედებებს დაუკავშირა. მისი თქმით, „ვსევოლოდ ბობროვს“ თავს დაესხნენ კუნძულ ზმეინისთან და ახლა ის სევასტოპოლისკენ მიცურავს.
უკრაინული მედია იუწყება, რომ ხომალდს სავარაუდოდ უკრაინული რაკეტა „ნეპტუნი“ მოხვდა.
უკრაინელ სამხედროებს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.