რუსული მედიის ცნობით, კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა
რუსული მედიის ცნობით, კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა

რუსული მედიის ცნობით, კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა. როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან, რუსული კრეისერი შტორმის დროს, ბუქსირით გადაყვანისას ჩაიძირა.

„ბუქსირით პორტში გადაყვანის დროს კრეისერი „მოსკოვი“, კორპუსის დაზიანების გამო, რაც ხანძრისა და საბრძოლო მასალის დეტონაციის შედეგად მოხდა, გემმა მდგრადობა დაკარგა. შტორმის დროს, ღელვის შედეგად გემი ჩაიძირა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ მათ რუსულ კრეისერ „მოსკოვს“ უკრაინული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, სახელად „ნეპტუნი“, ესროლეს.