უკრაინული მხარის ცნობით, ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში რუსული საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი 
უკრაინული მხარის ცნობით, ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში რუსული საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი 

რუსულმა მხარემ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი რამდენჯერმე დაბომბა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ერთი პირი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა. პროკურატურამ აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.