უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი ადამიანი.

მისი ცნობით, ოდესის რეგიონის ქალაქ პოდილსკში დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა შვიდი პირი, 19 კი დაკარგულად ითვლება,

ერთი ადამიანი დაღუპულია მარიუპოლში, დაშავებულია ორი პირი. გერაშენკოს ცნობით, დნეპროპეტროვის ოლქში რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხიდი მდინარე ინგულეცზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ასევე  კიევის მოსახლეობას დედაქალაქის გასასვლელებში დიდი საცობების შესახებ აფრთხილებს და ურჩევს, არ გავიდნენ სახლებიდან.