უკრაინისთვის  მიუღებელია ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით რუსეთის წინადადება, რომელიც უკრაინელების რუსეთსა და ბელარუსში გადასვლას ითვალისწინებს
უკრაინისთვის მიუღებელია ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით რუსეთის წინადადება, რომელიც უკრაინელების რუსეთსა და ბელარუსში გადასვლას ითვალისწინებს

უკრაინული მხარესთვის მიუღებელია ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის თაობაზე რუსეთის ხელისუფლების წინადადება, უკრაინელების ბელარუსსა და რუსეთში გადასვლაზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, – ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„გუშინ მივიღეთ წერილი რუსეთის ფედერაციისგან, რომელშიც გვთავაზობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ე.წ. სიჩუმის რეჟიმის გამოცხადებას 7 მარტის 10:00 საათიდან შემდეგი ჰუმანიტარული მიმართულებებით:

კიევი-ჰოსტომელი-რაკოვკა-სოსნოვკა-ივანკოვი-ორანოე-ჩერნობილი-გდენი-გომელი. შემდეგ ავიაციის გამოყენებით რუსეთის ფედერაციაში გადაყვანით;

ხარკოვი-ნეხოტეევკა-ბელგოროდი, შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით, შერჩეული მიმართულებების ან დროებითი განსახლების წერტილებისკენ;

სუმი-სუჯა-ბელგოროდი, შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით, შერჩეული მიმართულებების ან დროებითი განსახლების პუნქტებში.

„ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის ეს ვარიანტი არის მიუღებელი. ჩვენი ხალხი ბელარუსში არ წავა, რომ შემდეგ თვითმფრინავით რუსეთის ფედერაციაში გადაფრინდეს“, – განაცხადა ვერეშჩუკმა და დაამატა, რომ რუსეთის ხელისუფლება ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისას მაკრონის სახელით მანიპულირებს.

თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ რუსებს ჰუმანიტარული დერეფნების საკუთარი ხედვა გაუგზავნა:

ქალაქებიდან: ბუჩა-ბოროდიანკა-ირპენი-დიმერი-ივანკოვი-კიევის მიმართულებით, შემდეგ რკინიგზის გამოყენებით ლვოვისკენ, უჟგოროდისკენ, ივანო-ფრანკივსკისკენ გასამგზავრებლად;

მარიუპოლი-პორტოვსკოე-მანგუში, როზოვკა-ბილმაკი-პოლოგი ორეხოვი-ზაპოროჟიეს გვერდის ავლით; ვოლნოვახა-ვალერიანოვკა-ნოვონდრეევკა-კირილოვკა-უგლედარი-პოკროვსკის მიმართულებით;

სუმი-გოლუბოვკა-ოლშანა-ნედრიგაილოვი-კოროვინცი-რომნი-ანდრეაშევკა-ლოხვიცა-ლუბნი-პოლტავას მიმართულებით;

იზიუმი-გრუშოვაჩი-პანიუტინო-ლოზოვაიას მიმართულებით; ბალაქლეა-გუსაროვკა-პერვომასკის მიმართულებით;

სოფლებიდან: ლიპციდან და სტრელეჩედან მერეფამდე; ხარკოვიდან ლვოვში, უჟგოროდში, ივანო-ფრანკივსკში.

„რუსეთმა უკვე ორჯერ ჩაშალა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა მარშრუტების დაბომბვით. ახლა კი, რუსები ამბობენ, რომ მზად არიან დერეფნების გახსნისთვის, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ანუ მათ სურთ, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე წავიდნენ. ეს აბსურდული, ცინიკური და მიუღებელია“, – აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.