უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ საოკუპაციო ძალებთან შეტაკებების შედეგად ქალაქ სჩასტიეზე კონტროლი დაიბრუნა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ საოკუპაციო ძალებთან შეტაკებების შედეგად ქალაქ სჩასტიეზე კონტროლი დაიბრუნა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ საოკუპაციო ძალებთან შეტაკებების შედეგად ქალაქ სჩასტიეზე კონტროლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკა და ლიკვიდირებულია 50 ოკუპანტი მებრძოლი.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული ტანკების კოლონა ლუგანსკის ოლქის რამდენიმე დასახლების საზღვრებში შევიდა და სამხედრო ტექნიკის წინ ეუთო-ს სიმბოლოებით აღჭურვილი ავტომობილები დააყენა.