უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრიპიატის რეგიონსა და ბელარუსის საზღვრის მონაკვეთზე კონტროლი დაიბრუნა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრიპიატის რეგიონსა და ბელარუსის საზღვრის მონაკვეთზე კონტროლი დაიბრუნა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრიპიატის რეგიონსა და ბელარუსის საზღვარის მონაკვეთზე კონტროლი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინელმა სამხედროებმა პრიპიატში ქვეყნის დროშა აღმართეს.

„ვაგრძელებთ დავალებების შესრულებას. ერთად გამარჯვებისკენ, დიდება უკრაინას“, – ნათქვამია საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.