უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის არმიის მედესანტეების დანაყოფი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის შესასვლელთან იმყოფება
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის არმიის მედესანტეების დანაყოფი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის შესასვლელთან იმყოფება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის არმიის მედესანტეების დანაყოფი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის შესასვლელთან იმყოფება.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ, რომ ქალაქი სრულ ალყაშია მოქცეული, სადაც ხუთი ათასი რუსი ჯარისკაცია ჩარჩენილი.

გავრცელებული ცნობით, ლიმანში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ხელმძღვანელობას ქალაქიდან გასვლის თხოვნით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. უკრაინის არმიის დანაყოფებმა ლიმანთან კიდევ ხუთი დასახლებულ პუნქტი გაათავისუფლეს.

უკრაინული მედია წერს, რომ ლიმანის აღება ქვეყნის არმიას საშუალებას მისცემს შეუტიოს რუსეთის ფედერაციის პოზიციებს ლუგანსკის ოლქის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ და სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის მიდამოებში.