უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების 50 პროცენტი დაკარგა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების 50 პროცენტი დაკარგა

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების 50 პროცენტი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინის 82-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის საარტილერიო მეთაური, მაიორი ივან ბაკრევი აცხადებს, რომ რუსებს აქვთ უპირატესობა თითქმის ყველაფერში – ცოცხალ ძალაში, არტილერიაში, მანქანებში და გადადიან მექანიზებულიდან ქვეითების შეტევებზე, ძლიერი ეფექტით.

უკრაინელი სამხედროს განმარტებით, წარუმატებლობა მაშინ დაიწყო, როცა სექტემბრის ბოლოს უკრაინამ ელიტარული შენაერთები ნაკლებად გამოცდილი დანაყოფებით შეცვალა. მისივე თქმით, ეს შეცდომა იყო.

„კურსკში ყველა ქვედანაყოფი თავდაცვაზე გადავიდა“, – განაცხადა ივან ბაკრევმა.