უკრაინული მედიის ინფორმაციით, სევასტოპოლთან ახლოს მდებარე ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმოდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სევასტოპოლთან ახლოს მდებარე ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინული მედია და ტელეგრამარხები იუწყებიან, რომ სევასტოპოლთან ახლოს მდებარე ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმოდა. ოფიციალურად ჯერ ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ სევასტოპოლთან ახლოს ოთხი აფეთქება მოხდა.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ადმინისტრაციის უფროსად დანიშნული მიხაელ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ ბელბეკის აეროპორტთან უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან.

მანამდე, ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ ქერჩში ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა. მათი თქმით, ასევე განადგურებულია უპილოტო საფრენი აპარატი.

დატოვე კომენტარი