უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ტანკები კიევის მიმართულებით მიემართებიან

08:51, 25.02.2022

რუსული ტანკები კიევის მიმართულებით მიემართებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა უნიანი გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ტანკები ივანკოვთან შეჩერდნენ, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ივანკოვი კიევის საზღვართან მდებარეობს. ამის შემდეგ, ვიშგოროდის გავლით დედაქალაქზე თავდასხმის შესაძლებლობა იხსნება.

მსგავსი