უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკისა და ხარკოვის დასახლებული პუნქტები დაბომბეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკისა და ხარკოვის დასახლებული პუნქტები დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკისა და ხარკოვის დასახლებული პუნქტები დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დასახლებული პუნქტი მალოტარანივკა ფრონტის ხაზიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ კუპიანსკის ცენტრალურ რაიონზე რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით მიიტანეს იერიში. დაზიანებულია კერძო სახლები და ავტომობილები.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსეთის თითქმის 60 შეტევა, ფრონტის ხაზზე კი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მათივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევის განხორციელებას ცდილობენ ლიმანის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზე.