უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ქალაქი დნეპრი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ქალაქი დნეპრი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქი დნეპრი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვას 42 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ქალაქის საავადმყოფოები დაშავებულებს იღებენ.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, ასევე ნგრევა არის სამოქალაქო დაწესებულების ტერიტორიაზე.

მანამდე რუსეთის არმია უკრაინის ქალაქ დნეპრს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო აპარატებით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.