უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიკოლაევში რუსეთის ძალებმა გაჩერებაზე მდგარ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს
მიკოლაევში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს გაჩერებაზე მდგარ მოქალაქეებს, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალის მიხედვით, არის მსხვერპლი.
მანამდე, ქალაქ მიკოლაევის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი კასეტური ჭურვებით დაბომბეს.
3 აპრილს რუსი სამხედროების მიერ მიკოლაევის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა რვა და დაშავდა ათობით ადამიანი.