უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლვოვის მახლობლად რუსეთის ძალებმა იავორივის სამხედრო პოლიგონზე ავიადარტყმა განახორციელეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლვოვის მახლობლად რუსეთის ძალებმა იავორივის სამხედრო პოლიგონზე ავიადარტყმა განახორციელეს

ქალაქ ლვოვის მახლობლად რუსეთის ძალებმა იავორივის სამხედრო საწვრთნელ პოლიგონზე ავიადარტყმა განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მაქსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით წერს, პოლიგონის მიმართულებით რვა რაკეტა ისროლეს. კოზიცკის თქმით, ავიადარტყმის შედეგად დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ლვოვთან მდებარე იავორივის პოლიგონი, რომელიც სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს, ქალაქ ლვოვიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, იავორივის პოლიგონზე საჰაერო დარტყმით რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინაში მშვიდი და უსაფრთხო ადგილი არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეს ლვოვის ოლქში განხორციელებული დარტყმის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ძალები შეიჭრნენ.