უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინტერპოლის ხელმძღვანელი შესაძლოა, რუსეთის წარმომადგენელი გახდეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინტერპოლის ხელმძღვანელი შესაძლოა, რუსეთის წარმომადგენელი გახდეს

ინტერპოლის ხელმძღვანელი შესაძლოა, რუსეთის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ალექსანდრ პროკოპჩუკი გახდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, გამოცემა Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროკოპჩუკი ამჟამად ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია და მისი მთავარი მეტოქე სამხრეთ კორეის წარმომადგენელი, კიმ ჩენ იანია.

ინტერპოლის წევრებმა ახალი ხელმძღვანელი 21 ნოემბერს უნდა აირჩიონ. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის პროცედურებს პოლიტიკური მიზნებით იყენებს.

ინტერპოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ, მენ ჰუნვეიმ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ქრთამის აღებასა და კანონის დარღვევაში დასდო ბრალი.