უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი ხუთი პირის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი ხუთი პირის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ქალაქ დნეპრში, მანქანათმშენებლობის ქარხანაში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხუთი სამხედრო მოსამსახურე მოკლა, ხუთი კი, დაჭრა, რის შემდეგაც მიმალვა სცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან რამდენიმე საათში, ქალაქ დნეპრში დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ჯარისკაცი წარმოშობით ოდესიდან არის. ეროვნულ გვარდიაში ის გასული წლის შემოდგომის პერიოდში ჩაირიცხა და სამხრეთ მანქანათმშენებლობის ქარხანაში გამწესდა გუშაგად. მათი თქმით, გუშაგად გამწესებამდე ჯარისკაცმა ფსიქოლოგიური შემოწმება გაიარა და რაიმე სახის ფსიქიკური დარღვევა არ დაფიქსირებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის განცხადებით, ჯარისკაცს კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ინციდენტის გამომწვევ გარემოებებს გამოიძიებს.

დატოვე კომენტარი