უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმის რეგიონში უპილოტო აპარატი სატვირთო ავტომობილს დაეცა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

რუსეთის არმია თავს დაესხა რივნეს რეგიონს, სადაც ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რივნეს რეგიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი რუსული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.

უკრაინული მედიის თანახმად, ღამით რუსეთის მასირებული თავდასხმის სამიზნე გახდა კიროვოგრადის ოლქი. რეგიონის ხელმძღვანელმა, ანდრეი რაიკოვიჩმა განაცხადა, რომ კროპივნიცკის რაიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე უპილოტო აპარატი გაანადგურეს.