უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

11:22, 15.10.2022

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

ოლქის სამხედრო ხელმძღვანელის, ალექსეი კულებას განცხადებით, სამიზნე ერთ-ერთი დასახლება გახდა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მედიის ცნობითვე, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ზაპოროჟიეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში დრონებით ოთხი თავდასხმა განხორციელდა, დილით კი „ეს-300“ ტიპის კიდევ 10 ჭურვი ესროლეს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული და სამრეწველო. ღამით დაიბომბა დნეტროპეტროვსკის ოლქში სამი დასახლება, მათ შორის ნიკოპოლი, სადაც 50-მდე ჭურვი ჩამოაგდეს, დაშავებულია ორი ადამიანი. სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები გახდა.

მსგავსი