უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალების მიერ დონეცკისა და ხარკოვის ოლქების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალების მიერ დონეცკისა და ხარკოვის ოლქების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დონეცკისა და ხარკოვის ოლქების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ავდეევკაში დაიღუპა და ამდენივე დაშავდა.

ამასთან, მედიის ცნობით, ბოგოროდიჩნეში ქალაქის ოკუპაციის დროს მოკლულთა ცხედრების ექსჰუმაცია განხორციელდა. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა კუპიანსკში, კიდევ ერთი მოქალაქე კი ჰოსპიტალიზებულია.