უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანატოლი კურტევსა და ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივან კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია.

„დაახლოებით 19:15 საათზე, მტერმა ქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელა. სულ გამოშვებულია ხუთი რაკეტა. შევჩენკოვსკის რაიონის ცენტრში განადგურებულია ინფრასტრუქტურა. გაჩნდა ხანძარი“, – წერს სტარუხი სოციალურ ქსელში.