უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაიჭრა.

„შემაშფოთებელი ღამე და არამშვიდი დილა. მტერმა იერიში განახორციელა დნეპრზე. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ერთი რაკეტის ჩამოგდება მოახერხა, რაკეტის ნამსხვრევები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩამოვარდა. დაჭრილია ქალი“, – წერს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამის“ გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოხვდა, რომელიც მთლიანად გაანადგურა.