უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.

სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის ოლქის სამხრეთით, ასევე სუმის ოლქში. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც. როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთის მიერ ენერგოობიექტებზე თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხარკოვის, სუმის, პოლტავის, ზაპორიჟიის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რეგიონებს.