უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაზიანებულია ხიდი, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ყურეზე, დნესტრის ლიმანზე გადის და ზატოკას უერთდება.

მედია იუწყება, რომ ბელგოროდ-დნესტრის რაიონიდან ოდესის მიმართულებით მოძრაობა დაკეტილია. უკრაინული მედია ასევე წერს, რომ ავტომობილები პალანკის გავლით მოძრაობენ.

ამასთან, როგორც მედია წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა დასახლებულ პუნქტში კერძო სახლს მოხვდა. დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.