უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ სუმის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

10:13, 15.05.2025

რუსული მხარის მიერ სუმის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ გრიგორივი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს მიაყენეს.

როგორც მედია წერს, რუსეთი, ბოლო რამდენიმე თვეა, სუმის რეგიონზე განსაკუთრებით აქტიურ თავდასხმებს ახორციელებს.

გასულ თვეს სუმში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. რუსეთი უარყოფს ომში სამოქალაქო პირებზე მიზანმიმართულ თავდასხმას.

მსგავსი