უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

23:25, 27.02.2024

რუსული არმიის მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ხუთი პირი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც უკრაინული მედია წერს, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად ასევე დაზიანდა კერძო საწარმო და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

მსგავსი