უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მასობრივი შეტევა დაიწყეს, მიკოლაევში კი, საავადმყოფო დაბომბეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მასობრივი შეტევა დაიწყეს, მიკოლაევში კი, საავადმყოფო დაბომბეს

უკრაინაში, ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებმა მასობრივი შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის მედია იუწყება.

ზაპოროჟიეს რეგიონული ხელმძღვანელობა ფრონტის მახლობლად მდებარე დასახლებებში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონში ბაშტანკის საავადმყოფო დაბომბეს, არიან დაჭრილები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებით მოიგერიეს რუსეთის 10 თავდასხმა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 12 ტანკი, 28 ჯავშანმანქანა, ერთი ფრთოსანი რაკეტა, „სუ-34“-ის ტიპის თვითმფრინავი და „კა-52“-ის ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს. უკრაინული მედია წერს, რომ აღმოსავლეთის მიმართულებაზე უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი თავდასხმა მოიგერიეს.