უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე დარტყმა განახორციელეს, ნანგრევებიდან ერთი დაღუპული ამოიყვანეს, დაშავდა 11 ადამიანი
რუსულმა მხარემ ზაპოროჟიეზე დარტყმა განახორციელა. სარაკეტო თავდასხმის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები.
მედიის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ერთი დაღუპული ამოიყვანეს, ერთი ადამიანი კი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამაშველო ოპერაციაში სპეციალური ტექნიკა და მაშველები არიან ჩართული.