უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა როვენის ოლქის ქალაქი სარნი დაბომბეს

01:57, 17.03.2022

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიბომბა როვენის ოლქის ქალაქი სარნი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსი სამხედროების სამიზნე გახდა სამხედრო ქალაქის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ობიექტი.

ამასთან, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მსგავსი