უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა გასულ ღამეს კიევსა და კრივი-რიჰზე საჰაერო იერიში განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა გასულ ღამეს კიევსა და კრივი-რიჰზე საჰაერო იერიში განახორციელეს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა გვიან ღამით კიევს საკრუიზო რაკეტებით შეუტიეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მტრის ყველა სამიზნის განადგურება. ჯერ უცნობია, მოჰყვა თუ არა საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი.

აფეთქება მოხდა ქალაქ კრივი-რიჰიშიც, სადაც ოკუპანტების სამიზნე რამდენიმე ობიექტი გახდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 25 პირი და დაიღუპა სამი. ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. მაშველები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.