უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი ანოვკა დაიკავეს

10:37, 17.12.2024

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი ანოვკა დაიკავეს და წინ წაიწიეს უკრაინის რვა დასახლებულ პუნქტთან, ასევე რუსეთის კურსკის ოლქის ერთ დასახლებასთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედიაპოექტი DeepState-ი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქში რუსეთის ძალებმა 72 შეტევა განახორციელეს.

მსგავსი