უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა 27 ივნისს ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ოლქის სოფელ ვოლჩანსკიე ხუტორას.
იერიშის შედეგად დაღუპულია სამი მამაკაცი. ისინი საკუთარ სახლებთან იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.