უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას 27 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველას ჩამოგდება შეძლეს, დაღუპულია ერთი ადამიანი
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას 27 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველას ჩამოგდება შეძლეს, დაღუპულია ერთი ადამიანი

ღამით რუსეთი უკრაინას 27 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველას ჩამოგდება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

ამასთან, რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ვინიცის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი.

ვინიცის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – განაცხადა ბორზოვმა.