უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

უკრაინის ქალაქ დნიპროში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპა სამი და დაშავდა 15 ადამიანი.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო აცხადებს.

რეზნიჩენკოს ცნობით, რუსეთის ძალების მიერ ნასროლი რაკეტები მოხვდა ერთ-ერთ საწარმოსა და ხალხმრავალ ქუჩას.