უკრაინული მედიის ცნობით, რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ზრდასრულებისთვის განკუთვნილი პორნოგრაფიული კონტენტის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას მოახდენს
უკრაინის უმაღლესმა რადამ მესამე მცდელობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ზრდასრულებისთვის განკუთვნილი პორმოგრაფიული კონტენტის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას მოახდენს.
ინიციატივას მხარი დაუჭირა 231-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო რვა, ხოლო თავი შეიკავა სამმა დეპუტატმა.
კრაინული მედიის ცნობით, 14 ივლისს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი №15294, რომლის მიხედვითაც, 18 წელს მიღწეული პირებისთვის აღარ დაწესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ზრდასრულთა კონტენტის გაგზავნისთვის. თუმცა, ინიციატივა ამ სფეროში მკაფიო წესებს ადგენს.
ამასთან, მედიის ცნობით, პროექტში გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული დებულებების გაუმჯობესება, რომლებიც ეხება პორნოგრაფიული ხასიათის მასალების დამზადებასა და მათ გავრცელებას სრულწლოვან პირებს შორის. კერძოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუქმდება სრულწლოვნებისთვის ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა ზრდასრულთა კონტენტის შემოტანა, შენახვა, გადატანა, დამზადება, გაგზავნა ან სხვა სახით გადაადგილება, ასევე მისი გაყიდვა და გავრცელება სხვა სრულწლოვან პირებს შორის.
უკრაინული მედიის ცნობით, პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ზრდასრულთა კონტენტის სრულ ლეგალიზაციას. ის მხოლოდ ამ სფეროში, სრულწლოვნებს შორის, გარკვეული ქმედებების დეკრიმინალიზაციას ახდენს. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ასევე ითვალისწინებს ბავშვების დაცვის გაძლიერებას სექსუალური დანაშაულებისა და ექსპლუატაციისგან.