უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყანაში საომარი მოქმედებებისას ჟურნალისტი მაქსიმ მედინსკი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყანაში საომარი მოქმედებებისას ჟურნალისტი მაქსიმ მედინსკი დაიღუპა

უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ მედინსკი, რომელიც წარმოშობით ოდესის რეგიონის ქალაქ ბოლგრადიდან იყო და უკრაინის შეირაღებული ძალების რიგებში, ფრონტის ხაზზე იბრძოდა, დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქალაქ ბოლგრადის ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„ბოლგრადის ქალაქის საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მედინსკის ოჯახის ვაჟის, უკრაინის შეირაღებული ძალების ლეიტენანტის, მაქსიმ მედინსკის ტრაგიკული გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლგრადის ქალაქის საბჭომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მედინსკი ფრონტზე პირველად 2014 წელს წავიდა და ქვეყნის დასაცავად 2022 წელსაც იბრძოდა.