უკრაინული მედიის ცნობით, ლოზოვსკის რაიონზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

23:20, 11.05.2022

ხარკოვის ოლქში, ლოზოვსკის რაიონზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, განადგურდა სოფლის მეურნეობის საწყობი, სადაც აღნიშნული პირი იმყოფებოდა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია პოლტავის რაიონში საავიაციო თავდასხმის შესახებ.

მსგავსი